გრინვეის სერვის ცენტრს ქობულეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ
12 July, 2019

13 ივლისს სს „გრინვეი საქართველომ“ ქ. ქობულეთში მდებარე სერვის ცენტრში  მუნიციპალიტეტის მერს მირიან ქათამაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  უმასპინძლა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სს „გრინვეი საქართველო“ ფლობს ერთ სერვის ცენტრს და ერთ გადასატან სადგურს, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის ავტოსატრასპორტო საშუალებისთვის. კომპანიამ რეგიონში უკვე განახორციელა ერთი მილიონი ლარი ინვესტიცია და შეიქმნა 10 ახალი სამუშაო ადგილი.

 

სს „გრინვეი საქართველოს“ სერვის ცენტრში სტუმრები  გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს.

 

სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. სს „გრინვეი საქართველოს“  მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექინსპექტირების  სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

 

სს „გრინვეი საქართველო“ ავტომობილების ტექინსპექტირება ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექდათვალიერების სადგურებს ფლობს.

 

სს „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი „Applus“, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და „გრინვეი“ მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

 

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.

 

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi