Opel Astra-ს დახარვეზების ძირითადი მიზეზები ტექინსპექტირებისას
02 July, 2019

ავტობაზარზე ყვე­ლა­ზე მეტი მოთხოვნა სხვა­დას­ხვა ბრენ­დე­ბის ძველ მო­დე­ლებ­ზეა, ასეთ ბრენდებს  შორის კი ლიდერობს ყველასთვის ცნობილი მოდელი, პრაქტიკული და გამძლე Opel Astra, რომელიც დახარვეზების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი „მსხვერპლიც“ ხდება ტექდათვალიერების გავლის დროს.

 

რა უნდა იცოდეთ, თუ ამ მოდელის მფლობელი ხართ და ტექდათვალიერების დროც მოახლოვდა? 

 

როგორც წესი, ყველაზე ხშირად  Opel Astra-ს დახარვეზების მიზეზს აი ეს პრობლემები წარმოადგენს:

 

ძრავის გამონაბოლქვი

 

ფოტო:  lucas marinm

 

ამ მოდელისთვის დამახასიათებელ პრობლემებს შორის, ერთ-ერთი პირველია ძრავის გამონაბოლქვის სიჭარბე ნორმით განსაზღვრულთან შედარებით.

 

გაბზარული მინა

ფოტო: clipartstation

 

Opel Astra-ს დახარვეზების მიზეზი ხშირად გაბზარული  მინა ან ფარის არასწორი მიმართულებით ნათება ხდება.

 

სამუხრუჭე სისტემა

 

ფოტო: Alena Kamaeva

 

დახარვეზების კიდევ ერთი მიზეზი, ხშირად გაუმართავი სამუხრუჭე სისტემაა. რეგულაციების თანახმად, ტექინსპექტირებისას დახარვეზების მიზეზი შეიძლება იყოს მდგომარეობა, როდესაც სატრანსპორტო საშუალებისათვის სადგომი მუხრუჭის ეფექტიანობა ნაკლებია 16%-ისა.

 

თუ Opel Astra-ს მფლობელი ხართ და თქვენს ავტომობილს, რომელიმე პრობლემა შეენიშნება ჩამოთვლილთაგან, მაშინ გირჩევთ დროულად მოაგვაროთ პრობლემები და მომზადებული შეხვდეთ ტექდათვალიერებას

 

სად გაიაროთ ტექინსპექტირება?

 

ყველგან, სადაც გრინვეის ტექინსპექტირების ცენტრები შეგხვდებათ;

თბილისში 10, ხოლო რეგიონებში 16 სერვისცენტრი და 3 მობილური ხაზი მოგემსახურებათ.

 

თუ ავტომობილი დახარვეზდა: 30 კალენდარული დღის ვადაში შესაძლებლობა გექნებათ პრობლემების აღმოსაფხვრელად და ავტომობილის წესრიგში მოსაყვანად.